სასწავლო
პროცესში ისტ-ის გამოყენება
გაკვეთილისგეგმა
მასწავლებლის
სახელი და გვარი: სოფიო სულთანიშვილი
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების
საფეხური/კლასი: III
მოსწავლის
რაოდენობა: 4
გაკვეთილის
თემა: წელიწადის
დროები
გაკვეთილის
მიზანი: მიღებული ცოდნის გამოყენების, ანალიზის, სინთეზის
უნარების განვითარება.
წელიწადის
დროების , ამინდების, ტემპერატურის აღწერის, დასკვნების გამოტანის უნარების
განვითარება.
მოსწავლეები შეძლებენ:
· წელიწადის დროების დახასიათება.იმსჯელებენ
მათ განსხვავებულ ნიშნებზე და ჩამოთვლიან წელიწადის დროების მიხედვით ადამიანის საქმიანობის, ცხოველების ქცევის და მცენარეებისათვის დამახასიათებელი ცვლილებებს.
· ისტ-ის გამოყენებით დაალაგებენ
წელიწადის დროების სურათებს .
· ისტ-ის გამოყენებით შეძლებენ
სლაიდებზე ნახული ბუნების სურათების დალაგებას წელიწადის
დროების მიხედვით.
წინარე
ცოდნა:
· იციან წელიწადის დროები;
· ამინდის ცვლილება დროების
მიხედვით;
· ფლობენ ისტ-ს; ალაგებენ
სურათებს, აკეთებენ პრეზენტაციას.
#
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო
საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა, გაკვეთილის თემის
გაცნობა
|
ვერბალური
|
მთელი
კლასი
|
შეფასების
რუბრიკა
|
2წთ
|
2.
|
წინარე
ცოდნის გააქტიურება
·
· აქტივობის მსვლელობა:
მასწავლებელი
დაფაზე ხატავს ,აზროვნების რუკას , „წელიწადის დროები“, და მოსწავლეებს უსვამს
მარტივ კითხვებს(რამდენი დროა წელიწადში? ჩამოთვალეთ)
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი
კლასი
|
აზროვნების
რუკა
|
3წთ
|
3
|
ცოდნის
კონსტრუირება
აქტივობის
მიზანი: წელიწადის
დროების დახასიათება თვეების , ამინდის ცვლილებების მიხედვით.
აქტივობის
მსვლელობა:
მასწავლებელი
მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეო-მასალას https://www.youtube.com/watch?v=YqIvlYvlaL4 და ესაუბრება წელიწადის თვეებსა და ამინდის
ცვლილებების შესახებ.
მოსწავლეები word-ში ნახავენ სურათებს და მიაწერენ წელიწადის რომელი დროა.https://drive.google.com/open?id=1KhxEB8zJgq9xeQShtDN49XGKLCkVa3uW
|
პრეზენტაცია.
სლაიდშოუ.
ისტ-ის
გამოყენება
|
მთელი
კლასი.
წყვილებში
|
კომპიუტერი
ფოტო
მასალა
ვიდეო
მასალა
მარკერები
|
20წთ
|
4
|
შეფასება
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეები
შეძლებენ მიღებული ცოდნის შეჯამება- განმტკიცებას
აქტივობის
მსვლელობა:
მოსწავლეები
ინდივიდუალურად მუშაობენ ბუკში ,,ბუნება 2,3 კლასი“. ირჩევენ წელიწადის დროს და ცხრილში შეაქვთ
დროის, ამინდის და ტემპერატურის მონაცემები.
მასწავლებელი
ახდენს გაკვეთილის შეფასება-შეჯამებას.
|
ისტ-ის
გამოყენება
ინდივიდუალური
|
მთელი
კლასი
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი
სამუშაო
ფურცელი.
|
20წთ
|
ბუნ.III.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ
აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემოსტრირება.
·
სვამს
შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებლად.
·
ატარებს
მარტივ კვლევით /პრაქტიკულ აქტიობას
უსაფრთხოების წესების დაცვით.
·
იყენებს
სხვადასხვა საშუალებას კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისთვის(ცხრილი).
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ,
ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
მოსწავლე:
Ø მონაწილეობს ციფრული ტექნოლოგიების
უსაფრთხოდ გამოყენების სასკოლო/საკლასო წესების შემუშავებაში და იცავს მათ ქსელისა
და ციფრული საშუალებების გამოყენებისას;
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება:
მოსწავლე:
Ø ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას
იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს;
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად
იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და
მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● სხვადასხვა სისტემას შორის
ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● პასუხისმგებლობების გაზიარება
მუშაობის პროცესში.
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი
ცოდნა.
● მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე
ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და
მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის
გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი
ცოდნა.
● გაურკვეველ სიტუაციებსა და
პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
● საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და
წარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის
და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება,
ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● უწყვეტი განათლებისთვის მზაობის
დემონსტრირება.
● გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო
ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
● ჩართული მხარების ძლიერი
თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
● ერთიანობისა და ეთიკური ქცევის
დემონსტრირება;
რეფლექსია
2019 წლის 19 სექტემბერს მე-3 კლასში
ჩავატარენ ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენებით. გაკვეთილის დასწყისში გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების
რუბრიკა. გაკვეთილი მიმდინარეობდა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე არ დამჭირდა
კორექტირების შეტანა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო
პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემის,
აზრთა გაზიარების და თანამშრომლობითი გარემო.
ვიცავდი დროის ლიმიტს.ყოველი აქტივობის შემდეგ
ვაძლევდი ბავშვებს განმავითარებელ შეფასებას. ისტ-ის გამოყენებამ საგაკვეთილო პროცესში
უფრო აქტიური ჩართვა გამოიწვია მოსწავლეებში. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მოახდინეს
თვითშეფასება. აღნიშნეს, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და ხალისიანი და მათი სურვილია
ხშირად ჩავატაროთ ასეთი გაკვეთილები.
მინდა ავღნიშნო რომ გაკვეთილი არ იყო გადატვირთული
აქტივობებით, გაკვეთილი მიდიოდა გეგმის შესაბამისად, არ დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება.
No comments:
Post a Comment