საწრეო ქართულში კლასი მე-2


წრის მუშაობის პროგრამა

წრის დასახელება:   პატარა მკითხველები“                                                     

სკოლა: გლოლის საჯარო

კლასი: II

მოსწავლეთა რაოდენობა: 2

საგანი: ქართული ენა

მასწავლებელი: სოფიო სულთანიშვილი

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი. ყოველ პარასკევი 40 წთ.

მიზანი და ამოცანები:

Ø  განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა);

Ø  გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

Ø  განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;

Ø  ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;

Ø  შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 

Ø  გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.



      წრის მოკლე დახასიათება: საგანს ,,ქართულ ენას“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასწავლო საგნებს შორის. ქართული ენა არის პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. კითხვის შეყვარების  და გაუმჯობესების მიზნით გადავწყვიტე გამეკეთებინა საწრეო.







მეთოდები და სტრატეგიები:  კითხვა-პასუხი;     მსგავსების და განსხვავებების ძიება;   დისკუსია, როლური თამაშები, გონებრივი იერიში.



თემა
მეთოდი და აქტივობა
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
თარიღი
1
საწრეო მუშაობის გაცნობა
ქცევის წესების შემუშავება
მოსწავლეების საწრეო მუშაობის მიზნებისა და თემების გაცნობა
მოსწავლეებს გამომუშავებული აქვთ ელემენტარული უნარ ჩვევები

4.10. 2019
2
ი.გოგებაშვილის მოთხრობები
·         მოსწავლეები სათაურიდან გამომდინარე გამოთქვამენ ვარაუდს, რა შიძლება მოხდეს მოთხრობაში? ხმამაღალი კითხვა.
         კითხვა-პასუხი.

მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ აზრს.


11.10 2019
3
ხალხური ზღაპრები
      აბზაცებით კითხვა და აბზაცის დასათაურება.
  პერსონაჟების დახასიათება
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ თანმიმდევრული თხრობა; ტექსტის მიხედვით პერსონაჟის დახასიათება/აღწერა



18.10 2019
4
ენის გასატეხები. სწორად და სწრაფად თქმა
           ენის გასატეხების დამახსოვრება და სწორად წარმოთქმა
მეტყველების კულტურის გაუმჯობესება.




25.10 2019
5
ტექსტის წაკითხვა
კითხვა და თემატიკის შესაბამისი სურათების დახატვა
მოსწავლეები
შეძლებენ დახატონ  ტექსტის პერსონაჟები





1.11. 2019
6
სასურველი ლექსის მხატრულად წაკითხვა
ვარჯიში მხატრულ კითხვაში.შეჯიბრი მხატრულ კითხვაში
მოსწავლეები წაიკითხავენ მხატრულად ტექსტს



გამოხატავევენ საკუთარ დამოკიდებულებას.




8.11. 2019
7
დაწყებული ზღაპრის მოსწავლის მიერ დასრულება
მოსწავლეები დაწყებულ ზღაპარს საკუთარი ფანტაზიით დაასრულებენ.
განუვითარდებათ ფანტაზიის უნარარი



  15.11 2019











მოსალოდნელი შედეგები:  ვფიქრობ საგნობრივ წრეში მუშაობა გააუადვილებს კითხვას, წერას, მეტყველებას.

ჯგუფში გაერთიანებულ მოსწავლეთა დავალებები იქნება მათი ცოდნის და შესაძლებლობების შესაფერისი.

მოახდენენ საკუთარი აზრის გამოთქმას. გაუჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა.

ექნებათ მეტი მოტივაცია დავალების შესასრულებლად.

სასწავლო რესურსები: გამზადებული თვალსაჩინოებები, თაბახის ფურცლები, მარკერები, დამხმარე ლიტერატურა.




კითხვარი მშობლებისათვის





სახელი:

გვარი:

მოსწავლის სახელი და გვარი:



1.თანახმა ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?



               ) დიახ;      )არა.



2. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?



             ) დიახ;      ) ნაწილობრივ;    )არა



3. როგორ ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო

მუშაობაში, თუ ხათრის გამო?







4.  რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?



----------------------------------------------------------------------------------------








მოსწავლის კითხვარი



            გვარი ,სახელი  ---------------------------------------------      



1.  დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული წრის შექმნის შესახებ?




--------------------------------------------------------


2.
საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არცოდნის გაღრმავებაში?



-----------------------------------------------------

3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?

---------------------------------------------------------



4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?



---------------------------------------------------------



5.როგორ  შეაფასებდით საწრეო მუშაობას?







--------------------------------------------------------------------














No comments:

Post a Comment