ისტ საგაკვეთილო პროცესში ქართული მე-4 კლასი


გაკვეთილის გეგმა



სახელი და გვარი სოფიო სულთანიშვილი
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
IV კლასი
3 ოსწავლე
საგანი ქართული
ჩატარების დრო 25.10.2018
თემის სახელწოდება ი. გოგებაშვილის ,, ცხრა ძმა ხერხეულიძე
1.     გაკვეთილის
სასწავლო მიზნები

     
გაანალიზებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის ღვაწლს საქართველოს ისტორიაში. მისი მოღვაწეობის მნიშვნელობის გაგება-გააზრება.  გამოხატავენ საკუთარ აზრს და შეხედულებებს.
სწავლის შედეგები ეცოდინებათ ვინ იყვნენ ცხრა ძმა ხერხეულიძეები
წინარე ცოდნა
შეუძლიათ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. დისკუსია. თემის შეჯამება
კავშირი ე.ს.გ-სთან ქართ.დაწყ.(I).2  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების ოს

მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
აქტივობა I   
ორგანიზება (2წთ)
 თემის  და შეფასების რუბრიკის გაცნობა
აქტივობა II (5 წთ)
მასწავლებელი შეხსენების მიზნით აყურებინებს ი. გოგებაშვილის ბიოგრაფიას https://www.youtube.com/watch?v=z4mGXN7kxV4&t=73s

აქტივობა III (10 წთ.)
             ჩუმი კითხვა. მოსწავლეები კითხულობენ ტეექსტს ,,ცხრა ძმა ხერხეულიძე“

აქტივობა IV( 10 წთ)
   უკეთ გაცნობის მიზნით მასწავლებელი აყურებინებს მოსწავლეებს ცხრა ძმა ხერხეულიძეზე.   https://www.youtube.com/watch?v=-d4SSM0Qh5Q&t=86s
      აქტივობა VI (10წთ) 
           მოსწავლეები აანალიზებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის როლს საქართველოს ისტორიაში, გამოხატავენ თავიანთ აზრს ტექსტიდან და ნაყურებელ  ვიდეოსგან გამომდინარე
        აქტივობა VII (5წთ) 
      მოსწავლეები ასრულებენ word-ში დავალებას. ავსებენ ამბის რუკას ცხრა ძმა ხერხეულიძეძე
                       შეფასება, საშინაო დავალება (3წთ)
      
შეფასება განმავითარებელი
 რესურსები


კომპიუტერი
პროექტორი 1
სახელმძღვანელო
რვეული
საწერკალამი



დავალება 1

                ამბის ჩარჩო

სათაური

ავტორი

დასაწყისი
მოქმედი პირები
რა მოხდა
დასასრული

1.
2.

1.
2.
3.



 



                                               



არგუმენტი ტექსტიდან
  როგორი?












                                                  მასწავლებლის რეფლექსია



სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების   გამოყენების რეფლექსია

  ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო გაანალიზებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის ღვაწლს საქართველოს ისრორიაში. მისი მოღვაწეობის მნიშვნელობის გაგება-გააზრება.  გამოხატავენ საკუთარ აზრს და შეხედულებებს.

  გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები თვალსაჩინოების სახით, ასევე წინასწარ გავაცანი შეფასების კრიტერიუმები,რათა არ დაკარგულიყო დრო არასაგაკვეთილო აქტივობებზე და განმავითარებელი შეფასება ყოფილიყო ვალიდური და გამჭვირვალე.

  მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ვაყრებინე ვიდეოს ი. გოგებაშვილის შესახებ, რაც დამეხმარა  არსებული ცოდნის ახალ მასალასთან დაკავშირებაში.

  მოსწავლეებმა წაიკითხეს ინდივიდუალურად ,, ცხრა ძმა ხერხეულიძე“. ამის შემდეგ ვაყურებინე ვიდეოს ,, ცხრა ძმა ხერხეულიძე“ მოსწავლეები აანალიზებდნენ ცხრა ძმა ხერხეულიძის როლს საქართველოს ისტორიაში. გამოხატეს თავიანთი აზრები და შეხედულებები ამ თემასთან დაკავშირებით.

მე  მუშაობის პროცესში შემოვიფარგლებოდი ფასილიტატორის როლით და ვსვამდი დამაზუსტებელ შეკითხვებს საჭიროების შემთხვევაში.

   ამის შემდეგ მათ მივეცი word-ში სამუშაო                            მივეცი   საშინაო დავალება მეტი ინფორმაცია გაეგოთ ცხრა ძმა ხერხეულიძეებზე და შთაბეჭდილებების წერილობითი სახით წარმოედგინათ , რაც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში დალექვას და ასევე განამტკიცებს საგანთშორის კავშირებს(ისტორია-ქართული).

  გაკვეთილის ბოლოს გამოვიყენე  განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, ასევე მოსწავლეთა ჩართულობა წავახალისე სხვადასხვა ფერის განმასხვავებელი სტიკერებით.

  გაკვეთილის პროცესში გეგმის მოდიფიცირების საჭიროება არ დამდგარა.

  ვფიქრობ მიღწეული შედეგი საგაკვეთილო მიზნებთან რელევანტურია, აქტივობები იყო მიზანთან შესაბამისი და მაღალ სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული. დროის ლიმიტი გამოვიყენე ეფექტურად. მოსწავლეები ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში.

  გაკვეთილის უარყოფით მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა მეტყველების კულტურის ხარვეზი და ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემის დაძლევაში დამეხმარება ისეთი საკლასო აქტივობების დაგეგმვა, როგორებიცაა დისკუსია და დებატები.














No comments:

Post a Comment