ბუნებისმეტყველება მე-4 კლასი. ისტი საგაკვეთილო პროცესში


                                 სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენება

გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი და გვარი: სოფიო სულთანიშვილი

საგანი: ბუნებისმეტყველება

სწავლების საფეხური/კლასი: IV

მოსწავლის რაოდენობა: 4

ჩატარების თარიღის: 24 აპრილი. 2019 წ.

გაკვეთილის თემა: ხერხემლიანი ცხოველები-ძუძუმწოვრები

გაკვეთილის მიზანი: მიღებული ცოდნის გამოყენების, ანალიზის, სინთეზის უნარების განვითარება.



მოსწავლეები შეძლებენ:

·         მოსწავლეები განასხვავებენ ხორცისმჭამელ, მცენარისმჭამელ და ნაირმჭამელ ცხოველებს.

·          იმსჯელებენ მათ განსხვავებულ ნიშნებზე.

წინარე ცოდნა:

·         იციან  ცხოველების სახელები;

·         ფლობენ ბუკებს, შეუძლიათ ბეჭვდა.



#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა, გაკვეთილის თემის გაცნობა
ვერბალური
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
2წთ
2.
წინარე ცოდნის გააქტიურება
·         
·         აქტივობის მსვლელობა:
მასწავლებელი დაფაზე ხატავს ,აზროვნების რუკას , „ხერხემლიანი ცხოველები“, და მოსწავლეებს უსვამს მარტივ კითხვებს(რომელი ცხოველები იცით? ჩამოთვალეთ)
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
აზროვნების რუკა
3წთ
3
ცოდნის კონსტრუირება
აქტივობის მიზანი: ცხოველების დახასიათება
აქტივობის მსვლელობა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს  ვიდეო-მასალას ძუძუმწოვარ ცხოველებზე, https://www.youtube.com/watch?v=V7wWoGfeL9M
მინი ლექცია ცხოველების შესახებ.

მოსავლეები  კითხულობენ ახალ მასალას ჩუმად. შემდეგ მასწავლელი სვავს კითხვებს. რას ფიქრობთ რა ნიშან-თვისებები აერთიანებს ამ ცხოველებს?

მოსწავლეები word-ში ავსებენ ცხრილს დავალება 1

ვიდეოს ყურება














ცხრილის შევსება
მთელი კლასი.







მთელი კლასი.







წყვილებში
კომპიუტერი
ფოტო მასალა
ვიდეო მასალა
მარკერები
5 წთ








10 წთ


10წთ




5 წთ
4
შეფასება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის შეჯამება- განმტკიცებას
აქტივობის მსვლელობა:
მოსწავლეები ავსებენ მოცემულ ცხრილს word-ში დავალება 2
მასწავლებელი ახდენს გაკვეთილის შეფასება-შეჯამებას.
ცხრილის შევსება
ჯგუფური მუშაობა
კომპიუტერი
სამუშაო ფურცელი.





10წთ



5წთ



ბუნ.დაწყ.(I).2.

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;

ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების, ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა;

ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებების და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.

ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს

მოსწავლე:

Ø  მონაწილეობს ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების სასკოლო/საკლასო წესების შემუშავებაში და იცავს მათ ქსელისა და ციფრული საშუალებების გამოყენებისას;

ის.ტექნ.დაწყ.2მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება:

მოსწავლე:

Ø  ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს;

ის.ტექნ.დაწყ.3მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში



მოსწავლე:

Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;

     საღი მსჯელობა და აღქმა;

     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;

      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.    

      მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;

      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.

      საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;

      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;

      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.

      გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).

      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;

      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;









დავალება 1

ჩამოწერეთ ცხოველები

მცენარისმჭამელები
ხორცისმჭამელები
ნაირმჭამელები



















დავალება 2

შეავსეთ მოცემული ცხრილი




თევზები
ამფიბიები
ქვეწარმავლები
ფრინველები
ძუძუმწოვრები
საფარველი





სუნთქვა





თბილსისხლიანი
/ცივსისხლიანი





გამრავლება





საარსებო გარემო





წარმომადგენელი
















რეფლექსია

2019 წლის 24 სექტემბერს მე-4 კლასში ჩავატარენ ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.   გაკვეთილი  თემა იყო ხერხემლიანი ცხოველები-ძუძუმწოვრები გაკვეთილის მიზანი: მიღებული ცოდნის გამოყენების, ანალიზის, სინთეზის უნარების განვითარება .გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის  თემა   და  მიზანი . ასევე   შეფასების რუბრიკა  .    გაკვეთილი  გეგმის  მიხედვით    მიმდინარეობადა . არ დამჭირდა  გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება.   ყველა მოსწავლე    აქტიურად   იყო  ჩართული საგაკვეთილო  პროცესში.  მოსწავლეები გაკვეთილზე   იცავდნენ  ქცევის წესებს . აქტივობებზე  გადასვლისას   ტყუილად არ  იკარგებოდა  დრო .

გეგმის  შედგენამდე   გავითვალისწინე მოსწავლეთა  წინარე ცოდნა   და  გამოცდილება.  ჩემს  მიერ  გამოყენებული    ყველა რესურსი ხელმისაწვდომი  იყო  მოსწავლეებისთვის . ძირითადად  გამოვიყენე  ცხრილები . რესურსები   დამეხმარა  გაკვეთილის  მიზნის მიღწევაში.

  ვფიქრობ,  ჩემს მიერ მიწოდებული  ინფორმაცია  ყველა   მოსწავლისთვის   გასაგები  იყო . უყურადღებოდ  არ ვტოვებდი  მათ  მიერ  დაშვებულ   შეცდომებს   და   ვაძლევდი მითითებებს  რა იყო  სწორი  და  რა არა . გაკვეთილზე  გამოვიყენე  სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები . ვაჩვენე  ვიდეო-მასალა ძუძუმწოვარ ცხოველებზე. ჩაუტარე მინი ლექცია ცხოველების შესახებ. მოსწავლეები გააზრებულად  მპასუხობდნენ და  მსჯელობდენენ    საკითხის  ირგვლივ. ვცდილობდი  კითხვები მარტივიდან რთულისკენ ყოფილიყო მიმართული.  მოსწავლეებმა შეავსეს მოცემული ცხრილები. ვფიქრობ მრავალფეროვანი  მოტივირებული  აქტივობების  გამოყენებამ   დინამიურობა  შესძინა  გაკვეთილს.  ყველა მოსწავლე იყო    მოტივირებული  და  გაკვეთილიც  ხალისიანი.   მოსწავლეები  გაკვეთილის მსვლელობის დროს იღებდნენ უკუკავშირს . განმავითარებელი  შეფასების  შემდეგ   მიეცათ   გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული  საშინაო დავალება .

გაკვეთილი სამივე  ფაზაში  წარმატებული იყო.  დასახული მიზანი  ყველასთვის   მიღწეული.  ვფიქრობ  ჩემი გაკვეთილის  ხარვეზად   შეიძლება ჩაითვალოს   ის, რომ საკმაოდ   დიდ დროს  ვუთმობდი  მოსწავლეებისთვის ინსტრუქციების   მიცემას .შემდგომი გაკვეთილის  დაგეგმვის  დროს გავითვალისწინებ   ნაკლები დრო დავუთმო  ინსტრუქციების მიცემას ,  რამაც გაკვეთილზე  საკმაო  დრო  წამართვა.




No comments:

Post a Comment